შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 34 წლის ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იძებნებოდა.

2010 წელს, სასამართლომ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დააკავეს.