ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 30 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის საპირისპირო ზოლში გადავიდა და ბენზომზიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.