თუკი თქვენს სუფრაზე მოულოდნელად ხვლიკი შემოვარდება, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გაუმასპინძლდეთ მას.

ეს ცოდნა აქვს პატრიარქ ილია მეორეს, ყოველ შემთხვევაში ასე ამტკიცებს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მისი სიტყვებით, ერთხელ სუფრაზე "ხვლიკი შევარდა და პირდაპირ პატრიარქისკენ გაიქცა". ამ დროს ილია მეორე ნესვსს მიირთმევდა და ხვლიკს სწორედ ის უწილადა საერთო სუფრიდან.

სავარაუდოდ, იმ დროს მიტროპოლიტს iPhone 12 არ ჰქონდა, თორემ ადგილზე რომ ყოფილიყო, ამ მოვლენის ამსახველ ფოტო-ვიდეოსაც შემოგვთავაზებდა.

მაინც, როგორ იკვებებიან ხვლიკები და რეპტილიები?

ბევრი ხვლიკი მტაცებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხორცს ჭამენ. მათ მენიუში შედის შემდეგი მწერები:

  • ჭიანჭველები;
  • ობობები;
  • ტერმიტები;
  • ხოჭოები;
  • ჭიჭინობელები;
  • კოღოები და ა.შ.

ზოგი სახეობა მწერებზე უფრო მოზრდილ არსებებსაც ჭამს, მაგალითად:

  • ბარტყებს;
  • წრუწუნებს;
  • ლოკოკინებს;
  • სხვა ხვლიკებს...

ზოგი ხვლიკი კი პირიქით, ხილითა და ბოსტნეულით იკვებება. მათ მცენარეების ფოთლები და ბალახებიც კი მოსწონთ. როგორც ცხოველების მოვლის ექსპერტები წერენ, უფრო სპეციფიკური და კონკრეტული კვების რაციონი ხვლიკის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იგუანა ვეგეტარიანელია და უმეტესად წყლის მცენარეების იკვებება. ე.წ. წვერებიან დრაკონს ასევე შეუძლია გადარჩეს მცენარეული საკვების ამარა, რადგან ის ყველაფრით იკვებება და ვიტამინებისთვის მწერებით დაკომპლექტებული კერძი არ სჭირდება.