ცოტა ხნის წინ Warner Bros. Pictures-მა საკუთარ ინსტაგრამზე ოუშენის რვა მეგობრის პირველი ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნდა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ფილმი 2018 წლის ზაფხულში გამოვა.

2001 წელს სტივენ სოდერბერგმა ჰოლივუდის ვარსკვლავური შემადგენლობით იმ წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა ოუშენის თერთმეტი მეგობარი გადაიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრედ პიტის, ჯულია რობერტსის, ჯორჯ კლუნისა და მეთ დეიმონის სახელები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფილმს კინოთეატრებთან რიგი დაეყენებინა. 2004 წელს ეკრანებზე ოუშენის თორმეტი, ხოლო 2007 წელს - ცამეტი მეგობარი გამოვიდა.

ვარსკვლავების სიუხვე ფილმის ახალ ვერსიაშიც მოგხვდებათ თვალში. ფილმში მონაწილეობენ: ქეით ბლანშეტი, სანდრა ბალოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი, პოპ-ვარსკვლავი რიანა.

ფოტო: Warner Bros., Barry Wetcher

ასევე შეგიძლიათ ნახოთ პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან.