Netflix-ის მონაცემებით, Shondaland-ის სერიალი — Bridgerton 63 მილიონმა ანგარიშის მფლობელმა ნახა. 25 დეკემბერს გამოსულმა სერიალმა ამ მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული პრემიერების სიაში მე-4 ადგილი დაიკავა. სერიალი Netflix-ის ტოპ 10-ში 76 ქვეყანაში მოხვდა.

ნეთფლიქსის თქმით, 2020 წლის დეკემბრის და 25-31 დეკემბრის შუალედის საერთო ყურების დრო და ერთ მნახველზე ყურების დრო რეკორდულია როგორც თვის, ისე არდადეგების სეზონისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Netflix მაყურებლის ოდენობას სულ მცირე 2-წუთიანი ყურების დროით ზომავს, რაც სხვა პლატფორმების მიდგომისგან განსხვავებულია.

Bridgerton-მა Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსთა 92%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ეს სიახლე ნეთფლიქსისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სერიალი შონდა რაიმსთან თანამშრომლობის პირველი პროდუქტია. კონტრაქტი პროდიუსერს პლატფორმისთვის 9 პროექტს შექმნას ავალდებულებს.

შოუს ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. შოუს მთავარი გმირი დაფნი ბრიჯერტონია ოჯახის უფროსი ქალიშვილი, რომელიც ლონდონის საქორწინო ციებცხელების ასაკშია და ოჯახი პირველ სამეჯლისო სეზონზე წარადგენს. დაფნის როლს ფიბი დაინევორი თამაშობს.

5 რამ, რაც Bridgerton-ის ვარსკვლავ რეგე-ჟან პეიჯზე უნდა იცოდეთ