გაერთიანებულ სამეფოში წარადგინეს სამხედრო ჯაშუში დრონი, რომელიც ხელისგულზე დაგეტევათ და მონაცემების შეგროვება დიდ მანძილზე შეუძლია. ეს დრონები ცნობილია როგორც Bugs.

ავტონომიურ დრონებს, რომელთა წონა, დაახლოებით, სმარტფონის წონას უტოლდება, შეუძლიათ უამინდობის პირობებში გადარჩენა და 2 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა, ისევე, როგორც ვიდეოკადრების გადაცემა 40 წუთის განმავლობაში. ამის შესახებ The Guardian წერს. ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობებია ასეთი პატარა დრონისთვის, თუმცა ეს ასევე არის შემაშფოთებელი შესაძლებლობა სათვალთვალო ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა დიდი ინვესტიცია ჩადო ეთიკურად საეჭვო ავტონომიურ დრონებში, მაგალითად როგორიცაა გამანადგურებელი დრონები. ბრიტანეთის მთავარმა გენერალმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ რობოტმა ჯარისკაცებმა შესაძლოა შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი შეადგინოს.

იარაღის მწარმოებლის BAE Systems-ის მიერ შემუშავებული ახალი დრონი Bugs უიარაღოა. Guardian–ის თანახმად, მას აქვს შესაძლებლობა ნავიგაცია მოახდინს 50 MPH ქარსა და "უკომპრომისო ამინდში". შესაბამისად, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სამხედროების რობოტიზაციაში.

"უმძიმეს ამინდშიც კი, Bugs-ს შეუძლია დაზვერვისთვის მონაცემების მიწოდება, თუ რა ობიექტია კუთხეში ან შემდეგ გორაზე. იგი ავტონომიურად მუშაობს, რომ ჯარისკაცებს სწრაფი ვიზუალური ინფორმაცია მიაწოდოს", — განუცხადა ჯეიმს ჯერარდმა, BAE Systems-ის გამოყენებითი სადაზვერვოს მთავარმა ტექნოლოგმა Guardian-ს.

მაგრამ ყველა დარწმუნებული არ არის, რომ Bugs-ის ინტელექტი გამოდგება მხოლოდ ჯაშუშობისთვის. დამკვირვებელთა ჯგუფის — Drone Wars დირექტორმა, კრის კოულმა განუცხადა Guardian-ს, რომ Bugs შესაძლოა საშიში იყოს.

"წარსულში ბევრჯერ მინახავს მეთაურთა მიერ საჰაერო თავდასხმების და სხვა სასიკვდილო მოქმედებების შესრულება დისტანციური მეთვალყურეობით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე", — თქვა კოულმა, "შესაძლოა, დრონმა შეცდომაში შეიყვანოს სადაზვერვო სამსახური, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვეს."