დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამისთვის განსხვავებული ვაქცინის შექმნა არ იქნება საჭირო.

"კვლევები როცა ჩატარდება, პასუხს მოგახსენებთ ამ კვლევების შედეგად. ჯერ კვლევები არ ჩატარებულა [...] რაც არსებობს მონაცემები, ახალი ვაქცინის შექმნა არ გახდება საჭირო ამ შტამისათვის", — განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ახალი შტამის დადასტურება ჩვეულებრივ, PCR და ანტიგენის ტესტებითაა შესაძლებელი.

"ამ ახალ შტამს აბსოლუტურად იგივენაირად იჭერს PCR-ის ტესტებიც და იჭერს ანტიგენის ტესტიც", — განაცხადა პაატა იმნაძემ.

გუშინ, 4 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გაიგეთ მეტი: