თბილისის მერიის მოიჯარეებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, შეღავათებით სარგებლობის უფლება 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდებათ
პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიით დაზარალებულ თბილისის მერიის მოიჯარეებს შეღავათებით სარგებლობის საშუალება 1 ივლისამდე ექნებათ.
უფრო კონკრეტულად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თბილისის მერის მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს საკრებულოს აღნიშნული პირებთან "საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ".
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი საშეღავათო წინადადებას განიხილავს ეპიდემიის მასშტაბიდან გამომდინარე.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე დაისვა საკითხი, რომ კანონპროექტში ჩაწერილი ფრაზა, "საინვესტიციო პირობების შეცვლა" შესაძლებელია გაგებული იქნას არა როგორც შეღავათების დაწესება ბიზნესისთვის, არამედ პირიქით, კონტრაქტის პირობების გაუარესება.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსის წარმომადგენელი, ქეთევან ციმაკურიძე ითხოვდა კანონპროექტში პირდაპირ ჩაწერილიყო, რომ ცვლილების მიზანი მუნიციპალიტეტის კონტრაქტორებისთვის შეღავათების დაწესებაა.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორის, ბექა დავითულიანის განმარტებით, მოიჯარის თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერ შეცვლის კონტრაქტის პირობებს, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაუარესების ალბათობა გამოირიცხება.
"კონტრაქტით გაწერილია ვალდებულებები და ორივე მხარის თანხმობა სჭირდება ამ ვალდებულებების შეცვლას. თუ მუნიციპალიტეტის მხირდან უარესდება მოიჯარის პირობა, უბრალოდ არ დათანმხდება და ვერ შევუცვლით მისი თანხმობის გარეე. ეს მარტივი ლოგიკა გამორიცხავს უბრალოდ გაუარესების შესაძლებლობას", — განაცხადა დავითულიანმა.
ციმაკურიძის თქმით, შესაძლოა მუნიციპალიტეტის კონტრაქტორის ნება დაითრგუნოს სხვადასხვა საშუალებით მუნიციპალიტეტის მხრიდან და იგი იძულებული გახდეს დანახმდეს მისთვის არასასურველ პირობებს.
დავითულიანმა განაცხადა, რომ სამართლებრივად ამის შესაძლებლობა არ არსებობს, არაფორმულურ გარიგებებს კი მუხლის დაზუსტება თავიდან ვერ აგავცილებს.
"თუ ვსაუბრობთ არაფორმალურ ზემოქმედებებზე, რომც ჩავწეროთ კონტრაქტში რომ ასეა, შეიძლება რაღაც ისეთი პირობა ჩაუდონ მერე, რომ ფორმალურად გაფორმდეს, თითქოს შეღავათია და არ აწყობდეს იმ კონტრაქტორს", — განაცხადა დავითულიანმა.
ციმაკურიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონში ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტსა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების ცვლილება მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის შეღავათების დაწესების მიზნით უნდა მოხდეს, შემცირდება მასზე არაფორმალური ზემოქმედების რისკები. თუმცა, კანონპროექტის ავტორმა ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა და ჩანაწერის ფორმულირების შეცვლაზე უარი განაცხადა.
"პოლიტიკურ ნებაზე თუ ლაპარაკობთ, უბრალოდ შეუძლებელია მსგავსი რამე მოხდეს", — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს შეღავათებით სარგებლობის საშუალება 2021 წლის 1 იანვარს შეუჩერდათ. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მისი ექვსი თვით გახანგრძლივების იდეა ეპიდვითარებიდან გამომდინარე გაუჩნდათ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტარები — ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე და ირაკლი ზარქუა. სამივე მათგანი პარლამენტარობამდე თბილისის მერიასა და საკრებულოში მუშაობდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები