გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პატრიოტთა ალიანსის წევრებისთვის მანდატების გაუქმებაზე განაცხადა, რომ არც გირჩის სიაა ჩახსნილი და შესაბამისად, მისი მანდატიც უნდა გაექუმებინათ.

"არგუმენტი ის იყო, რომ პატრიოტთა ალიანსის სია არ არის ჩახსნილი და ამის გამო შეუჩერეს მანდატები გამსვლელ ნაწილში მყოფებს, იგივე არგუმენტი ჩემზეც ვრცელდება. განცხადება მაქვს დაწერილი. არც ძველი გირჩის სია არ არის ჩახსნილი და შესაბამისად, ჩემი მანდატიც უნდა გაექუმებინათ, თუკი არგუმენტი ეგ იყო. ეს არის სასაცილო მცდელობები ოცნების მხრიდან, რომ ვინმე რამენაირად შეიტყუონ ან დააშანტაჟონ და ისე შეიყვანონ შიგნით. უკვე კარიკატურაა, მაგას აღარაფერი შეცვლის", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსს მანდატების შეწყვეტის შესახებ განაცხადი დაუკმაყოფილა. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, ხოლო საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე დაამტკიცეს.

მანდატები გაუუქმდა პარტიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს. ინაშვილისთვის მანდატის გაუქმებას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ლომიას — 79-მა, ხოლო თევდორაძეს — 78-მა.

პატრიოტთა ალიანსის სამი წევრი, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი კი საქართველოს პარლამენტში შევლენ. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილმონაცვლეობის შესახებ უკვე მიმართეს.

ამავე თემაზე: