ყველასთვის საყვარელი ანიმაცია, მეფე ლომი, თითქმის სამი ათწლეულის წინ გამოვიდა, თუმცა მისი პოპულარობა არ განელებულა. ანიმაციის რეპუტაციაზე სასიკეთო გავლენა იქონია 2019 წელს გადაღებულმა ფილმმაც. ორივე ნამუშევრით შთაგონებულმა ლოსანჯელესელმა მხატვარმა, მარკო ბერნარდმა, გადაწყვიტა საკულტო ნაწარმოების პერსონაჟები ახლებურად გაეცოცხლებინა და საკუთარ ილუსტრაციებში ადამიანური სტილით წარმოეჩინა. კარანტინში დაწყებულ პროექტს მან მეფე ლომი: ამაყთა მიწის გმირები უწოდა.

"პროექტის იდეა ჯერ კიდევ მარტში გამიჩნდა, როცა მსოფლიო ჩაიკეტა", — ამბობს ბერნარდი, — "მთელი ეს დრო ნეტფლიქსს და დისნეის ვუყურებდი და ვიფიქრე, რა მაგარი იქნებოდა, სკარი რომ ადამიანის მსგავს არსებად წარმომეჩინა. ინსტაგრამზე დადებითი გამოხმაურების მიღების შემდეგ კი გადავწყვიტე, სერია შემექმნა და ყოველდღე თითო პერსონაჟი დამეხატა. წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდნენ ეს პერსონაჟები 21-ე საუკუნეში, მათი გატაცებებითა და საქმიანობით. ამასთან, წარმოვიდგინე სამყაროც, რომელიც დანაშაულსა და თაღლითობას მოუცვამს".

1. სკარი

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

2. მუფაზა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

3. რაფიკი

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

4. კიარა და კოვუ

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

5. სიმბა და ნალა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

6. შენზი

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

7. კიარა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

8. ვიტანი

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

9. კოვუ

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

10. სიმბა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

11. ტიმონი და პუმბა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

12. ზირა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram

13. პატარა სიმბა

ფოტო: mastermindsconnect / Instagram