სპორტდარბაზებს ძალიან უყვართ იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი, რადგან სწორედ ამ დროს აწყდებიან ხოლმე ახალი კლიენტები. ტრენაჟორებთან უამრავი დამწყებს უწევს შეხება და უხერხული სიტუაციებიც მრავლადაა. ქვემოთ ჩამოთვლილი გიფებიც სწორედ ამ თემას ეხება.

1. პირველი დღე

არაფერი არ გვაშინებს, ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია, ყველაფრისთვის მზად ვართ. იმდენად მოტივირებულები ვართ, რომ ყველაზე დიდ სირთულეებს ვეჭიდებით და გვჯერა, რომ ამით შედეგს მივაღწევთ.

ფოტო: GIPHY

ამ დროს კი ჩვენ გვერდით ვარჯიშობენ აი, ასეთი ადამიანები....

ფოტო: GIPHY

2. მეორე დღე

ყველაფერი რიგზეა. მოტივაცია კვლავინდებურად შენარჩუნებული გვაქვს, თუმცა წინა დღის ვარჯიშმა კუნთები გვატკინა. მთავარია არ გავჩერდეთ, შედეგი მალე იქნება.

ფოტო: GIPHY

ხანდახან მცირე დაბრკოლებებიც გვხვდება...

ფოტო: GIPHY

3. მესამე დღე

ვვარჯიშობთ ყველგან, ვვარჯიშობთ ყოველთვის!

ფოტო: GIPHY

4. მეოთხე დღე

ამდენს ვვარჯიშობთ და ერთი-ორი ლუკმა გემრიელობა რომ მივირთვათ, რას გვიზამს ვითომ?

ფოტო: GIPHY

5. მეხუთე დღე

გამოსავალი ვიპოვეთ. თან შევჭამთ, თან კალორიებს დავწვავთ!

ფოტო: GIPHY

ხანდახან ლუდის დალევაც შეიძლება...

ფოტო: GIPHY

6. მეექვსე დღე

ერთი დღეც და უნდა ავიწონოთ, რომ შედეგი შევამოწმოთ. მთავარია არ დავნაღვლიანდეთ!

ფოტო: GIPHY

7. მეშვიდე დღე

დღე იმედგაცრუებისა, დღე ტკივილისა! ჩვენმა ვარჯიშმა შედეგი არ გამოიღო, ვერც ფორმაში ჩავდექით და ვერც ზედმეტი წონა მოვიშორეთ. ლუდის ბრალია? არა, უბრალოდ ვარჯიში არ გამოდგა საკმარისად ეფექტური.

ფოტო: GIPHY

რჩევა: თუ ეს სიტუაცია გეცნობათ, ფარ-ხმალი არ დაყაროთ. კვებას როგორც კი გამოასწორებთ, მაშინვე იგრძნობთ საკუთარ თავზე დადებით ეფექტს. შედეგი ერთ კვირაში არ მოდის. პირველ რიგში საჭიროა მოთმინება და დაუზარელი შრომა. იმისთვის, რომ რეალური შედეგი მიიღოთ, აუცილებელია სწორი კვება, სწორი ვარჯიშების არჩევა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის რუტინად ქცევა. ამის შემდეგ, ნამდვილად იქნებით აი, ასე...

ფოტო: GIPHY