ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსი TECH — განმანათლებელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსს Tech - განმანათლებელი.
კონკურსზე საქართველოში მოქმედი საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეუძლიათ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უკვე განხორციელებული პროექტები და აქტივობები წარმოადგინონ.
ახალი ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, მათი სწრაფი ადაპტირება საგანმანათლებლო სისტემაში რთულია. ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება პროექტები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ერთვებიან ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ასეთი პროექტები ახალი მიდგომების, გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
კონკურსი მიზნად ისახავს ამგვარი შემთხვევების გამოვლენას, Tech-განმანათლებლების გამოვლენას სკოლაში, მათ მხარდაჭერას და, რაც მთავარია, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.
პრიზი
- I ადგილი - საპრემიო თანხა 2000 ლარი
- II ადგილი - საპრემიო თანხა 1500 ლარი
- III ადგილი - საპრემიო თანხა 1000 ლარი
კონკურსის ეტაპები
კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდება.
I ეტაპი
საჭიროა გაგზავნოთ ვიდეო, რომელშიც:
- პროექტის ხელმძღვანელი ან აქტივობის ორგანიზატორი საუბრობს განხორციელებული პროექტის / აქტივობის შესახებ და მკაფიოდ წარმოაჩენს მის მიზანს, შესრულებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგს;
- მოსწავლეები, რომლებიც გვიზიარებენ პროექტში/აქტივობაში ჩართულობით მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნაზე ინფორმაციას.
აღნიშნული ვიდეოფაილის შესაქმნელად გამოიყენეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი პლატფორმა (თიმსი, გუგლმითი, ზუმი), რომელიც მოგცემთ საპრეზენტაციო მასალის (აქტივობის ფოტო, ვიდეომასალა ან სხვ.) დისტანციურ რეჟიმში გაზიარების, მოსწავლეების გამოცდილებისა და საუბრის გაზიარების შესაძლებლობას.
ვიდეოფაილის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი: 6 წუთი
ვიდეოფაილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკომუნიკაციო არხების საშუალებით გავრცელდება.
II ეტაპი
კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ასევე ილიაუნის წარმომადგენლები დაესწრებიან მათ მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დისტანციურ ფორმატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას, აქტივობას. ამ შეხვედრაზე, დაგეგმილი აქტივობის დასასრულს, დამსწრეები გაეცნობიან იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნოლოგიების მიმართულებით ქმნის.
დამატებითი პირობები
- კონკურსში შეგიძლიათ წარადგინოთ, ერთზე მეტი აქტივობა/პროექტი - თითოეული პროექტი ცალკე განაცხადის ფორმით გამოგვიგზავნეთ;
- პირი, რომელიც კონკურსში პროექტს წარადგენს უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი თანამშრომელი.
კონკურსის კრიტერიუმები
- რამდენად უწყობს ხელს განხორციელებული აქტივობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ცოდნის გავრცელებას ახალგაზრდებში;
- რამდენად გამოყენებულია აქტივობის განხორციელებისას ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები;
- რა იყო განხორციელებული აქტივობის შედეგი.
პროექტებს აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, განათლების ექსპერტებისა და ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მენტორებისგან შემდგარი ჟიური.
როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?
2021 წლის 15 თებერვლამდე შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და ფორმაშივე ატვირთეთ საკონკურსო დავალებით გათვალისწინებული ვიდეო ფაილი ბმულზე: https://bit.ly/3aYlkSO
თუ ვიდეო ფაილის ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში ატვირთვისას შეგექმნებათ ტექნიკური პრობლემა, ვიდეო ფაილი გადმოგვიგზავნეთ მეილზე [email protected] და მეილის დანიშნულებაში (subject) Tech - განმანათლებელი, ხოლო მეილის ტექსტში განმცხადებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და სკოლა, რომელსაც წარმოადგენს, რათა მოხდეს აპლიკანტის იდენტიფიცირება.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
კომენტარები