• Samsung თავისი ახალი სმარტფონის წარდგენას 14 იანვარს გეგმავს;
  • ეს ღონისძიება პირდაპირ ეთერში, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. მისთვის თვალის მიდევნებას Samsung-ის საიტზე შეძლებთ;
  • მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების მოსაწვევში ხელჩასაჭიდი არაფერია ნახსენები, ინფორმაციის გაჟონვებიდან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ კომპანია სამი სმარტფონის წარდგენას აპირებს. ესენია: Galaxy S21, S21+ და S21 Ultra.

Samsung-მა განაცხადა, რომ მისი შემდეგი ფლაგმანების წარდგენა 14 იანვარს იქნება. ლოგიკურია, რომ ღონისძიებაზე გალაქსის სერიის ახალი სმარტფონები ვიხილოთ. მოსალოდნელია, რომ ისინი გაყიდვაში მალევე ჩაუშვებენ გალაქსის ფლაგმანების უახლეს ვერსიებს.

ფოტო: https://sharjah.io/

მოსაწვევებში, რომლებიც სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებელმა დააგზავნა, წერია, რომ ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა შემდგომ ხუთშაბათს, დღის შვიდ საათზე (თბილისის დროით).

გარდა ამ წარდგენისა, შემდეგ კვირას ტარდება CES 2021 — წლის უდიდესი სამომხმარებლო ელექტრონიკის ღონისძიება, სადაც უმსხვილესი კომპანიები გვიჩვენებენ თავიანთ ახალ პროდუქტებს. ღონისძიება წელს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

ფოტო: @MauriQHD

Samsung — სამხრეთ კორეის ელექტრონიკის გიგანტი, ჩვეულებრივ თავის Galaxy ფლაგმანებს თებერვალში უშვებს, მობილურების მსოფლიო კონგრესის სავაჭრო წარმოდგენის დროს. თუმცა, ამჯერად, ფლაგმანის წარდგენის დრო და ადგილი შეცვლილია.

ასევე იხილეთ: Samsung Galaxy S21 Plus-ის არაოფიციალური მიმოხილვა გამოქვეყნდა

გასულ წელს, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ განაცხადა, რომ წლის მესამე კვარტალში მათი მოგება გარკვეულწილად გაიზარდა სმარტფონების, მათ შორის Galaxy Note 20-ის ხარჯზე. მაგრამ, Samsung-მა იწინასწარმეტყველა, რომ წლის ბოლო კვარტალში სმარტფონებზე კონკურენცია გაიზრდებოდა, რაც, ანალიტიკოსების თქმით, Apple-ს ახალი iPhone 12-ისა და iPhone 12 Pro-ს გამოშვებით იქნებოდა განპირობებული.

სამსუნგის პრეზიდენტმა და მობილური კომუნიკაციების ბიზნესის მმართველმა, თიეი მუნ რომ დეკემბერში გამოქვეყნებულ თავის ბლოგპოსტში აღნიშნა, რომ Samsung აპირებს გაზარდოს თავისი პორტფოლიო დასაკეცი სმარტფონების მიმართულებით, რაც ამ მოწყობილობებს 2021 წლისთვის ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

რომ ასევე გამოამჟღავნა "pro grade კამერისა და ვიდეოს შესაძლებლობები" სამსუნგის ახალ სმარტფონებში და მიანიშნა, რომ ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც აქვს Galaxy Note მოწყობილობებს, შესაძლოა დაემატოს სხვა სმარტფონებსაც.

Samsung Electronics-ის აქციები სამხრეთ კორეაში ორშაბათს თითქმის 3%-ით გაიზარდა.