შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 25 წლის პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1977 და 1993 წლებში დაბადებული ორი პირი, შემდეგ კი მიიმალა. ერთ ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ნივთმტკიცების სახით პოლიციამ ამოიღო ცივი იარაღი — დანა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.