ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ამავე მედიის ცნობით, ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. მათივე თქმით, აეროპორტში შემოწმებისას გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.

შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.