თბილისი ენერჯის განცხადებით, დიღმის მასივის 5-ე და 6-ე კვარტალის მოსახლეობას, 4000 მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

"ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე აღდგება", — აღნიშნულია განცხადებაში.