როგორც აშშ-ს ისტორიაში პირველად არჩეული ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იტყოდა, We did it, we did it Joe! ანუ, თუ ამ სტატიას კითხულობ, ე.ი. 2020-ს გადაურჩი და დროა, უკან აღარ მიიხედო.

მაგრამ, ახლა რას ვაპირებთ? რა ცხოვრებით ვიცხოვროთ? ასეთ დროს საუკეთესო რჩევები, როგორც წესი, Twitter-ს აქვს ხოლმე. აი ისინიც:

2021-ში ყველაფერ უარყოფითზე უარს ვაცხადებ, კორონავირუსის და ორსულობის ტესტის გარდა

ერთადერთი ტკივილი, რაც 2021-ში შეიძლება ვიგრძნო ტატუს ნემსის ჩხვლეტაა

2021-ის მიზნები: ოთახში შეიძლება 100 ადამიანი იყოს...

იმედი გვაქვს, ლედი გაგას ეს ცნობილი ფრაზა არ დაგვიწყებია.

ახალ წელს: "კიდევ ერთხელ ვცადოთ, ამჯერად უკეთ"

2021, სტანდარტები დაბალი გვაქვს

2021-ის განწყობა: ერთი საათითაც აღარ მინდა იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რომელშიც სიამოვნებას არ ვიღებ

წელს გადავწყვიტე უფრო სექსუალური გავხდე. როგორ? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმედი არის

და შენი 2021 როგორია? თუ შველა გჭირდება, ამ სტატიას გადაავლე თვალი: