წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორი კერიდან ერთი ჩააქრეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ის განუცხადეს.

"ორი კერიდან ერთ ჩამქვრალია, ადგილზე 15 სამაშველო მუშაობას. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", — ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სქურის ტყეში ხანძარი, დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.