ინდოეთმა AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.

ესაა პირველი ვაქცინა, რომელიც ინფიცირებულების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ ინდოეთში გადაუდებელი მოხმარებისთვის დამტკიცდა.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისინი კიდევ სამ ვაქცინას ელოდებიან, ესენია: ადგილობრივი კომპანია Bharat Biotch-ის ვაქცინა, სახელწოდებით — COVAXIN, Zydus Cadila, ZyCoV-D-სა და რუსეთის Sputnik-V-ს.