შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი საქველმოქმედო ღონისძიებას წელსაც ტრადიციულად ჩაატარებს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების დასახმარებლად 2021 წლის 6 იანვარს სასტუმროს ორგანიზებით საშობაო საქველმოქმედო მოტო-მსვლელობა გაიმართება.

ღონისძიების პარტნიორები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, როგორებიცაა: საერთაშორისო ქალთა ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა და გერმანიის ბიზნეს ასოციაცია.

მოტო-მსვლელობა 6 იანვარს 11:00-ზე შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ეზოდან აიღებს სტარტს და თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე საზეიმო მსვლელობით გაგრძელდება.

საქველმოქმედო ღონისძიება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასახელებული დაწესებულებების ბენეფიციარებს დაეხმარება:

  • თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
  • ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
  • გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი;
  • გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და თავშესაფარი;
  • სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);
  • თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი ;
  • ძევრის შშმპ პანსიონატი ;
  • მარტყოფის შშმპ პანსიონატი ;
  • დუშეთის შშმპ პანსიონატი.

სასტუმრო შერატონში არამალფუჭებადი პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და საგანმანათლებლო ნივთები ღონისძიებაში ჩართული განსხვავებული ასაკის ბენეფიციარებისთვის გროვდება.

საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია; ამისათვის ზემოხსენებული ნივთებისა და პროდუქტების შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში მიტანაა საჭირო.

ბენეფიციარების დასახმარებლად საჩუქრების შეგროვება უკვე დაწყებულია და 5 იანვრამდე გაგრძელდება. ბენეფიციარების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გროვდება ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები და სათამაშოები ბავშვებისთვის.