წყლის გამანაწილებელი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება შეზღუდულია. კომპანიის ცნობით, წყალი არ მიეწოდება შემდეგ ქუჩებს:

  • ვაჟა ფშაველას;
  • შანხაის;
  • ნუცუბიძის;
  • შავგულიძის;
  • ქავთარაძის;
  • ბუდაპეშტის;
  • დელისისა და მიმდებარე ქუჩებს.

GWP-ის ინფორმაციით, წყალმომარაგება შეზღუდულია წყნეთის გზატკეცილზეც. მათი ცნობით, წყლის მიწოდება დღეს, 2 იანვარს, 18:00 საათზე აღდგება.

"ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს რთული, მიწისქვეშა სამუშაოები, რის გამოც აუცილებელი გახდა ქსელის წყლისგან დაცლა", — აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებენ. კომპანიაში, ასევე, ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მათი ცხელი ხაზის — 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით — www.gwp.ge.