ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში იარაღის თავისუფალი ტარების დაკანონებაზე იმსჯელეს
ეხო კავკაზას ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წლის ბოლო სხდომაზე რეგიონში იარაღის თავისუფალი ტარების დაკანონებაზე იმსჯელეს. საკითხს დე ფაქტო დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მედიის ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარე, ილია გუნიამ, რომელმაც პროექტი წარადგინა, განაცხადა, რომ იარაღის შესახებ კანონი უძველესი დროიდან არსებულ ტრადიციების განსამტკიცებლად სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის და უსაფრთხოების დაცვას შეიარაღებული რეზერვის საფუძველზე უზრუნველყოფს.
"მოგეხსენებათ, ჩვენს საზოგადოებაში იარაღის ქონა და ტარება ყოველთვის განიხილებოდა, როგორც პიროვნების პოლიტიკური თავისუფლების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ელემენტად. უძველესი დროიდან ჩვენი თავდაცვის სისტემა შეიარაღებული რეზერვისგან შექმნილ დანაყოფებს ტერიტორიულ საფუძველზე ემყარებოდა. ახლა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საფუძველი შეიარაღებული რეზერვია, ხოლო წვევამდელთა სამსახური და სამხედრო სწავლება შექმნილია იმისთვის, რომ სამხედრო უნარების შენარჩუნება და გაუმჯობესება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს", — განაცხადა ილია გუნიამ.
არაღიარებული პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ბათალ ტაბაღუა იარაღის ტარების შესახებ კანონპროექტის ინიციატივის ავტორს დაეთანხმა, რომ მისი ტარება ნორმალურია, მაგრამ მან დეპუტატებს საკითხის სიფრთხილით მოკიდებისკენ მოუწოდა და გაიხსენა, როგორ მოკლეს ერთ-ერთი ქორწილის დროს თამადა ცეცხლასროლი იარაღით აფხახეთში. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები ცოტა არაა.
რაულ ლოლუა მიიჩნევს, რომ იარაღის ტარების ლეგალიზაციით ნებისმიერი იარაღის პოვნა იქნება შესაძლებელი, რომლითაც ადამიანის მოკვლა ან დაჭრა მოხდება, რადგან მისი არგუმენტით, ყველა მონაცემი სამართალდამცავი ორგანოების ხელში იქნება. რაც შეეხება ერთ-ერთი კოლეგის რეპლიკას, რომ ეს გარდაცვლილს ცხოვრებას ვერ დაუბრუნებს, ის პასუხობს:
"ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იარაღის ფლობის კულტურაზე, მაგრამ როგორ გინდათ დავნერგოთ ეს კულტურა, თუ ამის უფლებას არ ვაკანონებთ?", — თქვა მან.
წლის ბოლო სხდომაზე დე ფაქტო პარლამენტმა, ასევე, 2021 წლის ბიუჯეტი განიხილა, სადაც გალის რაიონისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხზე იმსჯელეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები