მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის ბრალდებით ნინოწმინდაში ერთი პირი დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, ნოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა თანასოფლელები დაახლოებით 19, 30 და 32, წლის პირები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მათივე ინფორმაციით, ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 24 წლის პირმაც.

უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ დააკავეს. მათივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.