გუშინ, 31 დეკემბერს ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია რასაც ნგრევა მოყვა.

უწყების თქმით, შემთხვევის ადგილას იმყოდებოდა 3 ადამიანი, მათგან ერთი გარდაიცვალა, 2 ქალი კი მაშველებმა გამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში. ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებაზე. On.ge ცდილობს ეს საავადმყოფოშ დააზუსტოს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.