Fox News-ის ცნობით 56 წლის ესპანელი მსახიობი, ანტონიო ბანდერასი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბანდერასმა ტკივილი გულის არეში ვარჯიშის დროს იგრძნო, რის გამოც სასწრაფოში დარეკა. მსახიობი ამჟამად სპეციალურ შემოწმებას გადის, თუმცა ექიმების თქმით, ის თავს უკვე კარგად გრძნობს.

ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით წელს ექვსი ფილმის გამოსვლა იგეგმება.