გლდანის ციხესთან შეკრებილმა აქტივისტებმა მელაშვილს, ილიჩოვასა და რურუას ახალი წელი მიულოცეს
გლდანის ციხესთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუას ახალი წელი მიულოცეს. მათ ციხის შენობასთან ფრანები გაუშვეს.
გიორგი რურუას ცოლის, სოფო სიხარულიძის თქმით, მისი სურვილია ისინი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ბოლო ადამიანები ქვეყანაში.
"ვულოცავ ყველას ახალ წელს, უკეთესი წელი გვქონოდეს. განსაკუთრებით, ვულოცავ პოლიტპატიმრებს და ჩემს მეუღლეს, გიორგი რურუას. ვუსურვებ მალე გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას", — ამბობს სიხარულიძე ფორმულასთან კომენტარში.
გლდანის ციხესთან იმყოფებოდა ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარიაც, რომელმაც ადგილზე გოზინაყი მიიტანა.
"არ არსებობს წამი, როდესაც ჩვენ არა ვართ პოლიტპატიმრების გვერდზე და შეუძლებელია, რომ დღეს უბრალოდ შეირგო ახალი წელი, ან იფიქრო შემდეგ წელზე, ან რაღაცა აღნიშნო და არ იფიქრო ამ ადამიანებზე, რომლებიც სრულიად უსამართლოდ არიან გამომწყვდეულები", — განაცხადა ხოშტარიამ ფორმულასთან კომენტარში.
იგი იმედოვნებს, რომ 2021 წელი იქნება თავისუფლების წელი ამ ადამიანებისთვის.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემდეგ წელს მაინც ციხესთან და უსამართლობის გაპროტესტებით აღარ მოგვიწევს აღნიშვნას, რომელიც ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს, მაგრამ, ვერ იქნება სიხარული სრული, თუ ადამიანები იჩაგრებიან ამ დროს", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. მათი გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებისას, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დააკავეს. ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებდა.
მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მმართველი პარტია ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.
გაიგეთ მეტი:
- რატომ არ მისცეს მელაშვილის ადვოკატს ციხიდან კორესპონდენციის გამოტანის უფლება
- ცდილობენ, დავით გარეჯის საქმე დაკნინდეს, როგორც კარტოგრაფების საქმე, ესეც მიუთითებს დანაშაულზე — ღარიბაშვილი
- მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე სააპელაციომ საჩივრის განხილვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები