"დალიე თუ" — პირველი საახალწლო Instagram-თამაში On.ge-სგან
2020-ს ისეთი ჟრიამულით ვაცილებთ, როგორიც სხვა არც ერთ წელს დაესიზმრება. ასე რომ, საღამოს, იმ დროისთვის, როდესაც შამპანურს მოიდგამ, პატარა სიურპრიზს და გასართობს გთავაზობთ.
რაშია საქმე?
AR სტარტაპთან, AR Geek-თან ერთად მოგიმზადეთ საახალწლო Instagram თამაში-ფილტრი - "დალიე თუ", რომელიც ხალხმრავლობისა და მეგობრებთან ერთად დალევისაგან მოწყვეტილ საღამოს გაგიხალისებს!
რა თამაშია?
ფილტრი ყველასთვის საყვარელ თამაშს სიმართლე თუ მოქმედებას მოგაგონებთ, მაგრამ მისი თამაში მარტო ყოფნისას, სოციალური დისტანცირების დროსაც შეგიძლია და მწარე სიმართლეების ნაცვლად აბსოლუტურად მხიარულებაზე, ალკოჰოლსა და საახალწლო თემატიკის დავალებებზეა კონცენტრირებული. პრინციპი შემდეგია:
სთორის გადაღებას დაიწყებ თუ არა, შენს თავზე დატრიალდება დავალებების ბურთი და თან გამოჩნდება წარწერა, თუ რა შემთხვევაში უნდა დალიო. თუ მოცემული პირობის მიხედვით ვერ სვამ, უნდა შეასრულო დავალება, რომელიც მეორე ბურთულაშია გამოსახული.
სად ვიპოვო?
ფილტრს On.ge-ის ინსტაგრამზე, ფილტრების სექციაში შეხვდები, ან სთორის ფილტრების საძიებო ველში On.ge-ის ან "დალიე თუ"-ს ჩაწერით იპოვი.
Disclaimer: თამაში ძალიან ჩამთრევია და თქვენს ხვალინდელ ნაბახუსევზე პასუხს არ ვაგებთ!
რაც მთავარია, სთორის გადაღების შემდეგ არ დაგავიწყდეთ დათაგოთ ჩვენი ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი და ჩვენს სთორებშიც მოხვდებით!
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები