გორში, წმინდა წყლის ბაზარში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, დაშავებულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და მიმდინარეობს სამუშაოები. უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.