ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრ ალექსანდრ ანქუაბს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Аҧсны иахьа [აფხაზეთი დღეს] თვითაღიარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროება არ დგას. მედიის ცნობით, ანქუაბი სახლში მკურნალობს.

3 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, აფხაზეთის არ აღიარებულ პრეზიდენტ, ასლან ბჟანიას. მკურნალობას ისიც სახლიდან, სოხუმის რეზიდენციიდან განაგრძობს.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მათი განცხადებით, რეგიონში დღემდე ინფიცირების 8 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ჯამში გამოჯანმრთელდა 6 786 და გარდაიცვალა 113 ადამიანი.

უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: