გასული საუკუნის 70-იან წლებში, პერიოდში, რომელშიც პირველი ვიდეოთამაშები გაჩნდა, ადამიანების უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნათება, რომელსაც ოთხკუთხედ ყუთში ხედავდნენ, სულ უფრო დაემსგავსებოდა რეალობას. 1971 წელს გამოვიდა პირველი ვიდეოთამაში Pong, რომელიც დღეს ვიდეოთამაშების ეროვნულ მუზეუმში ინახება. პრაქტიკულად Pong-ის გამოსვლიდან 50 წლის თავზე, ვიდეოთამაშების ინდუსტრია სრულად შეიცვალა.

დღესდღეობით, 2.7 მილიარდამდე ადამიანი თამაშობს ვიდეოთამაშებს და ეს სფერო მსოფლიო კულტურის შემადგენელი ნაწილია.

2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის პერიოდში, ჩვეულებრივზე მეტად მიექცა ყურადღება თამაშებს — იზოლირებული მოსახლეობა ეძებდა გასართობს, რომლითაც თავს შეიქცევდნენ პანდემიის ჟამს. რამდენად კარგი იყო 2020 წელი რთული სათქმელია, მაგრამ 2020 წელს, საბედნიეროდ, ვიდეოთამაშების ინდუსტრია კარანტინში არ დარჩა, გამომდინარე აქედან, წელს ვიხილეთ გამორჩეული და ბოლო წლების ყველაზე დასამახსოვრებელი ვიდეოთამაშები. წლევანდელი წელიც მიიწურა, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ სტატიაში შემოგთავაზოთ, 2020 წლის 5 საუკეთესო ვიდეოთამაში.

The Last Of Us Part II

ორიგინალი The Last of Us-ის ძალიან კარგი ფინალის შემდეგ, ბევრმა მოთამაშემ ეჭვქვეშ დააყენა The Last of Us შემდეგი ნაწილების გამოსვლა — საჭირო იყო თუ არა ჯოელის და ელის ამბის გაგრძელება. უპრეცედენტო შედეგის მიღწევის შემდეგ, ზოგმა მიიჩნია, რომ Naughty Dog-ს არჩევანი აღარ ჰქონდა, The Last of us უნდა გაგრძელებულიყო და ასეც მოხდა. 2020 წელს ვიხილეთ The Last of Us Part II, რომელიც ბევრად კარგი გამოდგა ვიდრე მისი წინამორბედი, თამაში თქვენში აღძრავს მოლოდინებს, შეგიქმნით დაუვიწყარ და გულისამაჩუყებელ გარემოს და დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა სიყვარულის სახელით.

სიუჟეტი, რომელიც ვითარდება, ემოციურ შთამბეჭდავ სამყაროში, The Last of Us Part II-ს გასაოცარ თამაშად აქცევს. თამაშში მოქმედება ვითარდება პირველი ნაწილიდან ხუთი წლის შემდეგ. ელი და ჯოელი შედარებით ჰარმონიულად ცხოვრობენ, ოჯახისა და ახალი მეგობრების გარემოში, მაგრამ ერთი რამ უცვლელია — ისინი კვლავ იბრძვიან გადარჩენისთვის, სამყარო კვლავ განადგურებულია მომაკვდინებელი ვირუსით. ვირუსისა და სხვა საფრთხეების მიუხედავად, ადამიანები მაინც ყველაზე საშიშ მტრებად რჩებიან, ხოლო ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ელის გარშემო ვითარდება, შურისძიებისკენ უბიძგებს მას.

The Last of Us Part II ელის მოგზაურობის გარშემო ვითარდება, მაგრამ Naughty Dog ასევე გვაცნობს სიუჟეტის თემებს, მოთამაშებიისგან თამაში მოითხოვს განიხილონ მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან. ეს საკვირველ ბუნდოვანებასა და საინტერესო ნიუანსს მატებს პერსონაჟთა ნაწილს, ინტენსიური და საინტერესო გეიმპლეი საგულდაგულო ტექნიკური, ვიზუალური მახასიათებლებით The Last of Us Part II 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად აქცევს.

Ghost Of Tsushima

Sucker Punch Productions–ის შემოქმედებით Ghost Of Tsushima გამოვიდა. გეიმერებმა საბოლოოდ მიიღეს ღია სამყაროს ტიპის თამაში სამუარებზე, რომლის გამოსვლასაც მთელი წელი ნატრობდნენ და საბოლოოდ 2020 წელს თამაშის რელიზიც შედგა. Ghost Of Tsushima მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დაიცვან იაპონია მასშტაბური მონღოლური შემოჭრებისგან, თუ საჭიროდ ჩათვლიან, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ეპიკურ ისტორიას გვიყვება სიყვარულზე, ღალატსა და პატივზე, ის სავსეა თამაშით მშვიდად ტკბობის მომენტებით, რაშიც იგულისხმება ვიდეოთამაშით სიამოვნების მიღება მისიების გარეშე, რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს სრულად დატკბნენ ღია სამყაროთი.

Ghost Of Tsushima-ის მთავარი გმირი ჯინ საქაი არის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ადამიანი, რომელიც ღირსეულად მოქმედებს გადაულახავი წინააღმდეგობების წინაშე. თამაში სავსეა ეპიკური საბრძოლო ტექნიკებით, რომელსაც მთავარი გმირი საქაი ასრულებს. Ghost Of Tsushima-ში მრავალია ძალადობრივი და სისხლიანი ბრძოლები, მაგრამ თამაშს სრულყოფილს ხდის ვიზუალი, რომელიც Sucker Punch-ის სამხატვრო გუნდმა შექმნა, ამ ვიზუალის ხილვის შემდეგ, თქვენ მოგინდებათ შეწყვიტოთ მისია, ვიზუალური ბრწყინვალების დასაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში შემუშავებული იყო როგორც Single Player, Sucker Punch-მა დაამატა Multiplayer ფუნქცია, უფასო განახლების შემდეგ. ამ განახლებით მოთამაშებს შეუძლიათ გაერთონ მეგობართან ერთად, გაერთიანდნენ და გამართონ უფრო დიდი ბრძოლები მონღოლთა არმიების წინააღმდეგ.

Assassin's Creed Valhalla

Assassin's Creed-ის ფრენჩაიზის გაგრძელება Assassin's Creed Valhalla არამხოლოდ შესანიშნავი გაგრძელბაა. ეს ვიკინგების თავგადასავალი ყველა სწორ გაკვეთილს იღებს მისი წინამორბედებისგან, რის გამოც ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილად მიიჩნევა.

Assassin's Creed Valhalla-ში თქვენ აკონტროლებთ ეივორს, ვიკინგების ლიდერს, სიუჟეტი ვითარდება მე-9 საუკუნის ინგლისში. თქვენ მეგობრობთ და აყალიბებთ პოლიტიკურ ალიანსებს, ასევე შეისწავლით გარემოს, რომელიც სავსეა საინტერესო სანახაობით. ამ ნაწილში კი დიდი გაუმჯობესება იგრძნობა, მრავალფეროვნების თვალსაზრისით. თქვენ შეგიძლიათ ინადიროთ საგანძურის ყუთებზე, ამოხსნათ თავსატეხები ან დაეხმაროთ ხალხს მათი უცნაური (და ხშირად სასაცილო) პრობლემების მოგვარებაში.

მოქმედების ძირითადი ადგილია რეივენშტორპი, დასახლება, რომელსაც თანდათან აშენებთ და ანაახლებთ. იგი ემსახურება როგორც თქვენი ოპერაციების ბაზას, მაგრამ კიდევ უკეთესი, ეს არის თქვენი მიღწევების ანარეკლი. იმასაც კი შეძლებთ, რომ მოკლული ცხოველი კედელზე გააკრათ. თამაში სრულად მოიცავს RPG ელემენტებს, ის საშუალებას გაძლევთ ჩამოაყალიბოთ თქვენი საბრძოლო სტილი იარაღების შესწავლით, კონტექსტური მოქმედებებით და სტატისტიკური მონაცემებით. თუ გსურთ უფრო მეტი შესაძლებლობები, შეგიძლიათ იპოვოთ ფარული წიგნები, რომლებშიც შეისწავლით ახალ საბრძოლო შესაძლებლობებს, როგორიცაა იარაღის სხვადასხვა მოდიფიკაცეიბი. ეს ყველაფერი კი ქმნის ყველაზე მრავალმხრივ პროგრესს სერიებში, ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ ისიამოვნოთ 2020 ერთ-ერთი საუკეთესო თამაშით.

Final Fantasy VII Remake

Final Fantasy VII–ის რიმეიქით, Square Enix-მა, ერთი შეხედვით, შეუძლებელი რამ შეძლო. კომპანიამ ახალი სუნთქვა გაუხსნა ძველი თამაშის კლასიკურ სიუჟეტს და პერსონაჟებს, ყველაფერი კი თანამედროვე აუდიტორიას მოარგო და Gemeplay მთლიანი მოდიფიცირებით გეიმერების გული მოიგო. შედეგად, Final Fantasy VII–ის სიუჟეტი ნოსტალგიის ღრმა მორევში გვაცურავებს, მაგრამ მაინც გვთავაზობს უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს, ძველი თუ ახალი მოთამაშეებისთვის.

თამაშის მთავარი პერსონაჟები კვლავ იბრძვიან ბოროტი Shinra-სკორპორაციის წინააღმდეგ, მაგრამ სამყარო, როგორც წინა ნაწილებში, კვლავინდებურად მშვენიერია. თუ თქვენ Final Fantasy-ის ფრენჩაიზის სხვა ნაწილებიც გითამაშიათ, მეშვიდე ნაწილის რიმეიქის შემდეგ მარტივად შენიშნავთ, რომ მსახიობები და გარემო სრულიად სხვანაირად, ახლებული იერით გამოიყურება.

თამაში მთავარი სიახლე მაინც საბრძოლო სისტემაა, რომელიც Square Enix-ის გუნდმა ბრწყინვალედ შეცვალა. ბრძანებების ფრთხილად გამოყენების საშუალებით და პერსონაჟებს შორის კონტროლის შეცვლით, ბრძოლაში ხდება აგრესიისა და სტრატეგიის სახალისო შერწყმა. ეს მრავალმხრივი სისტემა ასევე ხაზს უსვამს თითოეული პერსონაჟის სიძლიერეს. როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს თამაშის მომავალი ვერსიები, ეს რიმეიქი საოცარი მიღწევაა, რომელიც არცერთმა RPG-ის გულშემატკივარმა არ უნდა გამოტოვოს.

Half-Life: Alyx

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, Valve-მ გეიმერებს ნანატრი თამაშის, ახალი ნაწილი Half-Life: Alyx გამოუშვა, Half-Life: Alyx არის 2020 წლის თამაში, რომელიც მიეკუთვნება ვირტუალური რეალობის (VR) და პირველი პირის შუთერის კატეგორიას. თამაშის მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ მოთამაშეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ VR-ის გამოყენება, ვერ მოახერხებენ ბოლომდე გამოსცადონ Valve-ს შედევრი. მეორე მხრივ, VR-ით Half-Life-ის თამაში ძალიან სასიამოვნოა. წარმოსადგენადაც რთულია, რამდენად განსხვავდება Half-Life: Alyx-ის თამაში ბრტყელ მონიტორზე VR-ით თამაშისგან. მარტივი დავალებები, როგორიცაა ცარიელი ქილის აღება ან იარაღის გადატენვაც, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Half-Life: Alyx-ის ატმოსფეროს განცდა არაჩვეულებრივია. როდესაც Alyx მამის გადარჩენის მისიით City 17-ში გაემგზავრებით, თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ მიტოვებული მიწისქვეშა მეტრო, მიტოვებული ზოოპარკები და სასტუმროები. ყოველი ახალი გარემო თავს საუცხოვოდ გაგრძნობინებთ, მით უფრო მაშინ, როცა თითოეულ ადგილს აქვს საკუთარი ისტორია.

გეიმერები იმედოვნებენ, რომ კიდევ 13 წელი არ მოუწევთ ელოდონ Half-Life-ის შემდეგ ნაწილს დაელოდონ, მაგრამ Alyx-ის შემთხვევაშ,ი ლოდინი უდავოდ ღირდა, რადგან ის არამარტო 2020-ის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია, არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთ-ერთ საუკეთესოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.