თუ BBC-ის დოკუმენტური ფილმები გინახავთ და განსაკუთრებით ბუნებაზე გადაღებული, მაგალითად Planet Earth, გარდა იქ ნანახი ცხოველებისა და მათი ისტორიებისა, ალბათ ისიც გაოცებთ თუ როგორ იღებენ ასეთ კადრებს.

საქმე ისაა, რომ დოკუმენტური ფილმების გადამღები ჯგუფი მუდმივად სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობს. არის შემთხვევები, როდესაც გარდა ფარული კამერებისა, ოპერატორები თვითონაც არიან ხოლმე ჩასაფრებულები და რამდენიმე დღესა და ღამეს სახიფათო პირობებში ატარებენ იმისთვის, რომ ჩვენ საოცარი კადრები გვაჩვენონ. მაგალითად, იგივე Planet Earth 2-ის ერთ-ერთი ოპერატორი რამდენიმე დღის განმავლობაში იჯდა ბალახით აწყობილ კაბინაში და ცდილობდა წყლისკენ მიმავალ გვირაბებში მოსეირნე ცხოველების კამერაზე აღბეჭდვას.

დოკუმენტური ფილმების გადაღება, ცხადია, ახალმა ტექნოლოგიებმა ბევრად გააადვილა, ჯგუფები იყენებენ დრონებს, მიკრო კამერებს და სხვა მაღალტექნოლოგიურ საშუალებებს.

მაგალითად, BBC One-ის სერიალი Spy in the Wild ჯგუფი გადაღებებისთვის რობო-რეპტილიებს იყენებს:

ეს მოწყობილობები, რომლებიც ნიანგებისა და ხვლიკებისგან გარეგნულად არაფრით განსხვავდება, ლოზანის ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შექმნეს.

ამ რეპორტების საშუალებით გადაღებული ეპიზოდი უკვე ეთერშიც კი გავიდა.