თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 92 პირს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

2016 წლის 15 ივლისს მთავრობის დამხობის მცდელობისას, როცა ჯარისკაცებმა გაიტაცეს სამხედრო თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტანკები და შეეცადნენ მთავრობის ძირითადი ინსტიტუტების გაკონტროლებას, 250-ზე მეტი ადამიანი დაღუპა.

გასულ თვეში, სასამართლომ ცალკე საპატიმრო განაჩენი გამოუტანა გადატრიალების მცდელობის ლიდერებს, რომლებსაც ანკარა აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გიულენთან კავშირის ქონის ბრალდებით 292 ათასი ადამიანი დააკავეს, ამათგან 100 ათასი სასამართლომდე ციხეში იმყოფება.

Reuters წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 150 000-მდე საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს. სასამართლოებმა 2 500-ზე მეტი უვადო განაჩენი გამოიტანეს, თავდაცვის დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ 20 833 ადამიანი იქნა გაძევებული ჯარიდან.

გაიგე მეტი: