The Guardian-ის ცნობით, 38 ხმით 29-ის წინააღმდეგ, არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით, არგენტინა სამხრეთ ამერიკის მესამე ქვეყანა გახდა, სადაც ნებაყოფლობითი აბორტი დაშვებული იქნება.

კანონპროექტი, რომლითაც აბორტი ორსულობის მე-14 კვირის ჩათვლით ლეგალური იქნება, არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის მემარცხენე პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდენსის მიერ ეროვნულ კონგრესზე დასმის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილების გამოცხადებას სენატის შენობის გარეთ შეკრებილები ზეიმით შეხვდნენ.

"არსებობს ფარისევლური არგენტინა, რომელიც უარყოფს აბორტს, ისევე როგორც ადრე ჰომოსექსუალობის უარყოფდა", — თქვა ფერნანდესმა გამართული კენჭისყრის წინ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ 1983 წლიდან მოყოლებული უსაფრთხო, იატაკქვეშა აბორტების შედეგად არგენტინაში 3 000-ზე მეტი ქალი გარდაიცვალა.

გარდიანი, ასევე, წერს, რომ უმეტეს ქვეყნებში, მაგალითად ბრაზილიაში, აბორტი ისეთ უკიდურესად შეზღუდულ გარემოებებშია დაშვებული, როგორიცაა გაუპატიურება ან დედის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკასა და სალვადორში, ისინი საერთოდ აკრძალულია.

არგენტინაში აქამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აბორტი ლეგალური მხოლოდ მაშინ იყო, თუ ორსულობა და ნაყოფი სასიცოცხლო საფრთხეს უქმნიდა დედას, ან თუ ორსულობა ძალადობრივი სექსუალური აქტის, ან გაუპატიურების შედეგად დადგებოდა.

არგენტინის პარლამენტმა აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში დაუჭირა, რის შემდეგაც ის განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას გადაეგზავნა, მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ კი, კანონპროექტი საბოლოოდ სენატმა დაამტკიცა.