ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამნისტიას ერთი მინუსი აქვს, რომ ის არ ასხვავებს არავის და ერთნაირად ეხება ყველას.

"ამნისტიას ერთი მინუსი აქვს, არ ასხვავებს არავის. შესაძლოა, ერთი არის დღეს დაკავებული ან არც არის დაკავებული; მეორეს მოხდილი აქვს და ერთი დღე აქვს დარჩენილი; ერთი მზად არის რესოზციალიზაციისთვის; მეორე არ არის მზად. ყველაფერი, რაღაცნაირად, ერთიანად ხდება შეწყალება, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არსებობს და ძალიან კარგი აქტია", — განაცხადა სოზარ სუბარმა.

გარდა ამისა, სუბარმა აღნიშნა, რომ სასურველია, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში განისაზღვროს და ჩაემატოს ის მუხლები, რომლითაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იხდის სასჯელს და არა რეალიზაციისთვის.

2 კვირის წინ პარლამენტში დააინიცირეს საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამინისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ დროისთვის კანონპროექტი არ მოიცავს ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და ასე შემდეგ.

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.