ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის ინიციატივით, იმისთვის, რომ ინვესტორს ხელსაყრელი პირობები შეექმნას და სასარგებლო იყოს ინვესტიცია, მან პროექტის პარალელურად თითო რაიონში ახალი საბავშვო ბაღი უნდა გახსნას.

"მე მექნება ასეთი წინადადება, იქნებ, სამინისტროში შეიქმნას ჯგუფი, ინვესტორებისთვის შევქმნათ ხელსაყრელი პირობები, გაუმჯობესებული ვარიანტი და შეთავაზება: ნებისმიერი პროექტის განხორციელების პარალელურად, ერთი კეთილშობილური ზრახვა — თითო რაიონში გააკეთოს ახალი საბავშვო ბაღები და ამ კუთხით იქცეს ჩვენი შეთავაზება თანადგომად. ეს იქნება საერთო ინტერესი და ამით ისარგებლებენ ბავშვები და მშობლები", — განაცხადა კახაძემ.

მისივე თქმით, ის, როგორც პარლამენტის დეპუტატი, მზადაა, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პროცესში ჩაერთოს.