იაპონური სტარტაპი სახელწოდებით Sumitomo Forestry, თანამშრომლობს კიოტოს უნივერსიტეტთან, რათა შეიქმნას პირველი ხისგან დამზადებული თანამგზავრი.

BBC ინფორმაციით, იდეის მიზანია, შემცირდეს კოსმოსური ნაგვის რაოდენობა, რომელიც დაგროვდა ორბიტაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გავრცელებული თეორიის თანახმად კი, ხისგან დამზადებული სატელიტები, შესაძლოა, უბრალოდ დაიწვას დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესვლისას.

"ჩვენ ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ ყველა თანამგზავრი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შედის, იწვის და ქმნის ალუმინის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში რჩება ორბიტაზე", — თქვა კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა ტაკაო დოიმ. "საბოლოო ჯამში ეს გავლენას ახდენს დედამიწის გარემოზე."

მეცნიერები ამჟამად იკვლევენ, თუ როგორ უძლებდა სხვადასხვა სახის ხის მასალა გარე სამყაროს ექსტრემალურ პირობებს. ხის მასალამ უნდა გაუძლოს ტემპერატურის ცვალებადობასა და რადიაციას. BBC-ის თანახმად, კონცეფციის შემუშავებისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

იაპონური სტარტაპის მიერ შემუშავებული კონცეფცია მოგვაგონებს,1992 წლის ფილმ Alien 3-ის სცენარს, რომელშიც გვხვდება ხის თანამგზავრები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, დაახლოებით 6000 თანამგზავრი ახლა დედამიწის გარშემო, მაგრამ ამ ეტაპისთვის მათ მხოლოდ 60%-ს ვიყენებთ.

სულ უფრო მეტი კომპანია გეგმავს თანამგზავრების რიცხვის გაზრდას, მხოლოდ SpaceX–ის მიერ, პროექტ Starlink-ის ფარგლებში, ორბიტაზე გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობა კი უკვე 1000-ს აჭარბებს.