საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ხატია ჭყონია დასახელდა.

ყაზახეთისა და რუმინეთის კლუბებთან საქართველოს ჩემპიონმა 2:1 და 1:0 მოიგო და სამივე გოლი ჭყონიას ეკუთვნის.

⭐️ 2020 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ხატია ჭყონია. ⚽ გაეცანით დაჯილდოების შესახებ ყველა სიახლეს ონლაინ რეჟიმში - bit.ly/3hoRmbH #GffAwards2020 ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Tuesday, December 29, 2020

ჭყონია წლის საუკეთესო გოლის ავტორადაც დასახელდა.

ქსკ ლანჩხუთი პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც სწორედ გოგონების გუნდის ხელმძღვანელს, გიორგი ჩხაიძეს ერგო.

⭐️ 2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჩხაიძე. ⚽ გაეცანით დაჯილდოების შესახებ ყველა სიახლეს ონლაინ რეჟიმში - bit.ly/3hoRmbH #GffAwards2020 ქსკ ლანჩხუთი • WFC Lanchkhuti

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Monday, December 28, 2020