ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებითა და მხარდაჭერით იწყებს პროექტს "ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი".
პროექტს მართავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ის მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეკრულების შესაბამისად (SRPC). პროექტის მთლიანი ღირებულებაა 820 000.00 ევრო, ევროკავშირის
შენატანი კი — 656 020.00 ევროა.
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.
პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პროექტი, რომელიც EU4G-სა და Skills4Jobs-ის ფარგლებში ხორციელდება, საქართველოსთვის და მისი მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც პროექტის მენეჯერი ნანა დიხამინჯია ამბობს, დღესდღეობით ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების გაძლიერება მთავარი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის. იმავე დროს, ტექნოლოგიური განათლების განვითარება ნელი ტემპით მიდის ქვეყანაში და ის ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე ტენდენციებს, ამიტომაც არაფორმალური კლუბების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისთვის, რათა შეიძინონ სამუშაო ბაზრისთვის აუცილებელი უნარები და ცოდნა.
კლუბების ქსელი, რომელიც ჩამოყალიბდება პროექტის ფარგლებში, შექმნის საფუძველს დანარჩენი სკოლებისთვის, რათა მათ გაუზიარონ ერთმანეთს მიდგომები და თვალთახედვა.
პროექტი ასევე გათვლილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში და არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. როგორც ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელიმერაბ ლაბაძე ამბობს, ახალგაზრდობა საქართველოს რეგიონებში მოკლებულია შესაძლებლობას, რომ შეისწავლოს ისეთი მოთხოვნადი უნარები, როგორიცაა კოდირება და ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარება. პროექტმა მათ უნდა შესთავაზოს საკვანძო საკითხები პოპულარული IT სფეროს მიმართულებით და ტექნოლოგიური მეწარმეობის საფუძვლებში, რაც შექმნის ახალ პერსპექტივებს მათი დასაქმებისა და გლობალურად კონკურენტული კარიერისთვის.
ქვეყანაში გრძელვადიანი მდგრადი ზრდისა და ინოვაციების განვითარების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას და სამუშაო ძალის განვითარებას. საქართველოს ICT კლასტერის დირექტორი მარიამ სუმბაძე აცხადებს: "ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებთან, პროფესიული განათლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობის შემუშავებისას, შევძლებთ ტექნოლოგიური და სამეწარმეო საგანმანათლებლო პროგრამების არსებული დიზაინის გარდაქმნასა და ახალი პროგრამების განვითარებას. ამას გარდა, შესაძლებლობა გვექნება, განვავითაროთ მრავალფეროვანი მეთოდოლოგია სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ძალიან ადრეულ ასაკში, როდესაც ახალგაზრდა თაობა იღებს გადაწყვეტილებას მათი მომავლის დაგეგმვისა და
წარმართვისთვის".
"საქართველოს ძლიერი რეფორმირების პროცესის სიჩქარის და ზრდის მტკიცე მაჩვენებლის შენარჩუნებით საქართველოს მთავრობა მიჰყვება მდგრადი განვითარების იმ ბილიკს, რომელზეც ახალი იდეების, ტექნოლოგიებისა და პროდუქტის ათვისება აძლიერებს ცოდნის გავრცელებას და ბიძგს აძლევს ადამიანური რესურსების განვითარებას. მიჰყვება იმ გზას, რომელიც ქვეყანას ცოდნაზე დამყარებული, თანამედროვე ეკონომიკაში ტრანსფორმაციისთვის საჭირო კრიტიკულ მომენტს აძლევს. აუცილებელია გვქონდეს უნარები იმისთვის, რომ შეგვეძლოს ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების მოგვარება. ახალი თაობებისთვის ეს პროექტი არის დიდი შესაძლებლობა ინდუსტრიული ტრანსფორმაციისკენ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად", — აღნიშნავს ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.
კლუბების ფუნქციონირება და განვითარება სპეციალური ვებ-პლატფორმის საშუალებით მოხდება, რომელიც შეიქმნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ISU), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, განმტკიცდება სექტორული პარტნიორობა მონაწილე ორგანიზაციებს შორის, გაჩნდება ახალი პარტნიორობა, შეიქმნება ონლაინ სივრცე როგორც კლუბების დაინტერესებულ მენტორებთან დასაკავშირებლად, ისე IT და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. 2 000-მდე ახალგაზრდა (ძირითადად საშუალო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები) შეიძენენ პროგრამირების და ტექნოლოგიური მეწარმეობის საბაზისო უნარებს. კლუბის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული სკოლისთვის. კლუბის წევრებისთვის მოეწყობა რეგიონალური კონკურსები, ყოველწლიური ეროვნული კონფერენციები და კარიერული ბაზრობები.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები