გერმანულმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Volkswagen–მა წარადგინა რობოტის პროტოტიპი, რომელსაც ელექტრონული მანქანების ავტონომიური დამუხტვა შეუძლია. კომპანია იდეაზე მინიმუმ ერთი წელია მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ახლა გაასაჯაროვა VW-მა რობოტის ვიზუალი, რომელსაც შეუძლია მანქანის დამუხტვა.

Volkswagen-ის დამტენი რობოტი არის საყვარელი Squat bot და საოცრად ჰგავს R2-D2 droid-ს ვარსკვლავური ომებიდან.

რობოტი "მუშაობს მთლიანად ავტონომიურად", ნათქვამია პრეს-რელიზში. "ის დამოუკიდებლად ახერხებს ავტომობილს დატენვას და სრულად უზრუნველყოფს ავტომობილს: დამუხტვის ბუდის გახსნიდან, შტეკერის შეერთებამდე და მის გათიშვამდე".

Squat Bot-ს შეუძლია ასევე ერთდროულად რამდენიმე მანქანის დატენვა. მაგრამ როგორც ცნობილია, ეს საკმაოდ არაეფექტურია. თავის მხრივ, მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს რობოტი დატენელი აკუმულატორით, რომელსაც შემდეგ რობოტი ელექტრომობილების დასატენად გამოიყენებს.

"სამომავლოდ ეფექტური დამტენი ინფრასტრუქტურის შექმნა მთავარი ამოცანაა, რომელიც ავტომობილების სერვისის სფეროში გამოწვევას ქმნის", — აღნიშნა განცხადებაში Volkswagen Group Components-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას შმალმა. ”ჩვენ ვამუშავებთ იდეებს, რათა ვიზრუნოთ სერვისების გაიაფებაზე და ხელმისაწვდომობაზე. დამტენი რობოტი და ჩვენი მოქნილი სწრაფი დატენვის სადგური ჩვენი იდეებიდან მხოლოდ ორია."

VW იმედოვნებს, რომ ასეთი მოქნილ სწრაფი დატენვის სადგურებს 2021 წლის დასაწყისში ფართო გამოყენებაში დანერგავს, პარალელურად კი კომპანია ფიქრობს, აქვს თუ არა ავტონომიური რობოტების სისტემას უფრო ფართო მასშტაბში გავრცელების პოტენციალი.