დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ვაქცინა საქართველოში შემოვა, აცრა რეკომენდებული იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც თებრევალ-მარტში გადაიტანა ინფექცია.

"ადამიანებს, ინფექციის გადატანის შემდეგ, რჩებათ იმუნიტეტი, მინიმუმ, 6-7-8 თვე, მაგრამ ამ ადამიანების ვაქცინაციაც არის მიზანშეწონილი და ჩვენს გეგმაში ესეც არის. ვინც გადაიტანს ამას, თებერვალ-მარტში, ის არ იქნება აუცილებელი, მაგრამ ვინც შარშან, თებერვალ-მარტში გადაიტანა, უფრო რეკომენდებული იქნება, რომ აიცრას", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად ისინი ალტერნატიული გზებითაც მუშაობენ, ანუ სხვადასხვა კომპანიასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, გამყრელიძის თქმით, ეს პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფს, სამედიცინო პერსონალს შეეხება. შემდეგ უკვე იქნებიან ხანდაზმულები და თანხმლები დაავადებების მქონე პირები.

ამავე თემაზე: