შენმოქმედი 1000 ოჯახისათვის საქველმოქმედო ონლაინ აუქციონს მართავს
ახალ 2021 წლამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა და იმის მიუხედავად, გჯერათ თუ არა საახალწლო სასწაულების, შეგიძლიათ სასწაული თავად მოახდინოთ: ცოტა ხნით სანტად გადაიქცეთ და მრავალშვილიან ოჯახებს და მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, კომპიუტერი და 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტი აჩუქოთ. ამ ყველაფერთან ერთად, უსაჩუქროდ არც თქვენ დარჩებით და არც — თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.
თანამედროვე სამყაროში ცოტა რამ თუ ახდენს ბავშვის მომავალზე ისეთ გავლენას, როგორიც ინტერნეტთან და კომპიუტერთან თავისუფალი წვდომაა. გარე სამყაროსთან კავშირის აუცილებლობა კიდევ უფრო გამოაჩინა დისტანციურმა სწავლებამ — პროცესმა, რომლის მიღმაც შესაბამისი პირობების არარსებობის გამო უამრავი ბავშვი დარჩა.
15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედი სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის პარტნიორობით მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად წინასაახალწლო საქველმოქმედო ონლაინ აუქციონს მართავს.
აუქციონი 1000 კომპიუტერი 1000 მრავალშვილიან ოჯახს პროექტის ფარგლებში იმართება და ინტერნეტითა და ტექნიკით იმ მოსწავლეების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებიც დისტანციურად განათლების მიღებას ვერ ახერხებენ.
აუქციონში ჩართვა შენმოქმედის Facebook გვერდზე შეგიძლიათ. შემოთავაზებული ნივთების დათვალიერებისთანავე დარწმუნდებით, რომ აუქციონზე ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის შეარჩევთ საჩუქარს. გაიხსენეთ, რა მოსწონს თქვენს ადრესატს — ქართველი მხატვრების ნახატები, სტარტაპერების ნაწარმი, ქართველი და უცხოელი დიზაინერების ტანისამოსი, სამკაულები, ბრენდული აქსუსუარები, სამაგიდო თამაშები თუ სხვა საინტერესო ნივთები. შენმოქმედის ელფები შეძენილ ნივთს სახლებში მოგაწვდიან.
ფოტო: შენმოქმედი
ფოტო: შენმოქმედი
აუქციონზე შემოსული თანხით შენმოქმედი ტექნიკას შეიძენს და მას ადრესატებამდე მიიტანს.
პროექტს 1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს შენმოქმედი სექტორი 3-ის, ფონდი პროდემოსისა და ინტერნეტ კომპანია სქაიტელის თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი სრულიად მოხალისეობრივია და დონაციებით ხორციელდება, იქნება ეს ახალი / მეორეული ტექნიკის შემოწირულობა თუ ფინანსური კონტრიბუციები ინდივიდებისა და ორგანიზაციებისგან.
ფოტო: შენმოქმედი
ფოტო: შენმოქმედი
პროექტს უკვე შემოუერთდა 50-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და უამრავი ადამიანი, რომელმაც მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად თანხა ან კომპიუტერები გაიღო. შედეგად, შენმოქმედმა უკვე მოიცვა 205 ოჯახი და 700-მდე ახალგაზრდა საქართველოს ყველა რეგიონში.
თუ თქვენც გსურთ გახდეთ #შენმოქმედი და წვლილი შეიტანოთ ახალგაზრდებისთვის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფაში, გაქვთ ტექნიკა, რომელსაც არ იყენებთ, ან გსურთ, ფინანსური თანამონაწილეობა მიიღოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შენმოქმედის Facebook გვერდს და დაეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებულ თუ ნაყიდ ერთ ნივთსაც კი ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები