სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებლების მომსახურების ხარისხი.

"მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას კომპანიის მხრიდან. 2018-2020 წლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ორიენტირებული იყო კომპანიის ინფრასტრუქტურის-მაგისტრალური ქსელების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბე სადგურების განახლება-განვითარებაზე. აღნიშნული პროექტების შედეგად 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება", — აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფო ნატროშვილი.

მისი თქმით, მომავალ სამ წელიწადში კომპანია 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის.