კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო დონალდ ტრამპის ბრძანებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში ეკრძალებათ.

ტრიუდო ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ იგი მზადაა დევნას, ომსა და ტერორს გამოქცეული ადამიანები მიიღოს საკუთარ ქვეყანაში:

"ვინც დევნას, ტერორსა და ომს გამოექეცით, განურჩევლად რწმენისა, კანადელები მიგიღებთ. მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა".

აშშ-ს აკრძალვა ეხებათ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც, რომლებიც იმ შვიდი ქვეყნიდან არიან. CNN-ის ცნობით, ეს ქვეყნებია ერაყი, სირია, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.

BBC-ის ინფორმაციით, 2017 წელს კანადა გეგმავს რომ 300 ათასი ლტოლვილი მიიღოს.