სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე დაამონტაჟეს ახალი კონსტრუქციები.

"საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", — აღნიშნავენ სუს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.