შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციების დაცვის მიზნით ერთი თვის განმავლობაში 37 095 აქტივობა განხორციელდა. ფერაძის თქმით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ზედამხედველობის შედეგად საქმიანობა 6 000-ზე მეტ ობიექტს შეუჩერდა, 36 ობიექტი კი დაჯარიმდა.

"რაც შეეხება 26, 27 დეკემბრის მონაცემებს, მონიტორინგით დადასტურდა, რომ პროტოკოლით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად მოთხოვნებს 20 ობიექტი აკმაყოფილებდა. 843 ობიექტზე ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა, 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის დაჯარიმდა", — განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, 26, 27 დეკემბრის მონაცემებით, სულ 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია და მასში არსებული 1 791 ობიექტი შემოწმდა.