ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 27 ქვეყანას გადაეცა.

ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა 27 ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 21 დეკემბერს გასცა.

ევროპული მედიცინის სააგენტომ (EMA) პრეპარატის მოხმარების უფლება ევროკავშირის 446 მოქალაქეს მას შემდეგ მისცა, რაც მისი ცირკულაცია აშშ-სა და ბრიტანეთში დაიწყო.