შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილომდე ალფა პვპ-სა და ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.