HRC ხელისუფლებას მოუწოდებს, პანდემიის პირობებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვა გააძლიეროს
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას მიმართავს, რომ პანდემიის პირობებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვა გააძლიეროს. ამის შესახებ HRC განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიასთან საბრძოლველად, საქართველოში 2020 წლის მარტში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებულად უარყოფითად აისახა ხანდაზმულთა უფლებებსა და მდგომარეობაზე, მათ შორის, აიკრძალა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა. HRC აღნიშნავს იმასაც, რომ კრიზისთან რეაგირებისთვის, ხელისუფლების მხრიდან, შეზღუდვების პარალელურად, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ხანდაზმულთა ხელშესაწყობად.
თუმცა ორგანიზაციის თქმით, ახალი შეზღუდვების პირობებში ხანდაზმულები კვლავაც რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებათ. კრიზისის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელისუფლების სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ხანდაზმულთა პრობლემების მოგვარებისთვის. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- გააძლიეროს ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა, მათ შორის, მსგავსი საჭიროების მქონე ხანდაზმულთა აუცილებელი საკვები პროდუქტებითა და საჭირო მედიკამენტებით მომარაგებით;
- საპენსიო დანამატის გათვალისწინება მოხდეს პენსიის შესახებ კანონით გათვალისწინებული საპენსიო ასაკის პროპორციულად;
- გაძლიერდეს ხანდაზმულთა ბინაზე მკურნალობის სერვისი და მასზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება;
- უზრუნველყოს ხანდაზმულთა ფინანსური ვალდებულებების გადავადება, შესაძლებლობის შემთხვევაში კი — მათი სრულად სუბსიდირება, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში.
- აუცილებელია, ხანდაზმულთა ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და საამისოდ ადეკვატური პლატფორმების შექმნა.
- ხელი შეუწყოს ცენტრებიდან შორს მდებარე სოფლებში მობილური აფთიაქების დანერგვას, რათა ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის — ხანდაზმულებს, შეეძლოთ საჭირო მედიკამენტების სახლთან ახლოს შეძენა, როგორც პანდემიისას, ისე მის შემდგომ პერიოდში;
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მოხალისეობრივი ინიციატივების წახალისებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რათა საერთო ძალისხმევით გამოირიცხოს ხანდაზმულთა საჭირო დახმარების გარეშე დარჩენა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები