თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულია თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე, ასევე, ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.