აშშ-ში, ნეშვილში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა და ათეულობით შენობა დაზიანდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება დაგეგმილი იყო.

საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილას ისინი მაშინ მივიდნენ, როცა სროლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მათი თქმით, ადგილზე მანქანა დახვდათ, რომლიდანაც ისმოდა აუდიოჩანაწერის ხმა იმის შესახებ, რომ 15 წუთში ბომბი აფეთქდებოდა.